შინდის კრემ სუპი - ხასხასა და გემრიელი

შინდის კრემ სუპი - ხასხასა და გემრიელი
არ გამოტოვოთ შინდის სეზონი. გთავაზობთ უგემრიელესი შინდის კრემ-სუპის რეცეპტს.
ინგრედიენტები

  • 1 კგ შინდი
  • 1,2-2 ლ წყალი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • ქინძი, კამა, პიტნა, მარილი, წიწაკა -  გემოვნებით



მომზადების წესი:

გარეცხეთ შინდი და გახეხეთ დრუშლაგზე. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და დაახურეთ სახურავი. დრუშლაგზე დარჩენილ მასას გამოაცალეთ კურკები, შეურიეთ ნიგოზი, დაასხით წყალი და ხარშეთ 5 წთ.


შემდეგ კიდევ ერთხელ გაატარეთ საცერში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ფქვილი გახსენით ცოტაოდენ ნელ-თბილ წყალში და ჩაასხით სუპში. ხარშეთ 15 წთ.
შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი, შინდის მასა და კარგად აურიეთ.

ძალიან უხდება ცოტა წიწაკა.


გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93