საყიდლებზე გასულებს, რამდენჯერ არ გიყიდიათ მწვანილი იმ იმედით, მაცივარში მექნებაო?
შინ დაბრუნებულებს კი ფოთლებჩამოყრილი, გამოუსადეგარი მწვანილი დაგხვედრიათ. ალბათ, გაფუჭებული ხილიც უამრავჯერ გადაგიყრიათ.
ამ პრობლემების წინაშე ბევრჯერ თავადაც აღმოვჩენილვარ, ამიტომაც გადავწყვიტე, იმ გზების ძებნა დამეწყო, რომელთა მეშვეობითაც ბოსტნეულსა თუ ხილს „სიცოცხლეს გავუხანგრძლივებდი“.
5 მარტივ გზას თქვენც გაგიზიარებთ:
მაშ, ასე!
წყალი
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ბოსტნეულის - მწვანილის, კარტოფილის, სტაფილოს წყალში შენახვით მათ „სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ“. მთავარია, წყალი ყოველ დღე შეცვალოთ.
ლიმონის წვენი
ბევრი დიასახლისისთვის ცნობილია, რომ ციტრუსის მჟავა მცენარეებს გაფუჭებისგან იცავს, ამიტომაც ისინი ლიმონისა თუ ლაიმის წვენს ხშირად აპკურებენ ბოსტნეულზე.
ქაღალდი
როგორც აღმოჩნდა, ქაღალდში გახვეული ბოსტნეული თუ ხილი უფრო დიდხანს ძლებს ცოცხლად, ვიდრე პოლიეთილენის პაარკში.
სიმშრალე
ხახვი, კარტოფილი, პომიდორი აუცილებლად მშრალ ადგილზე უნდა შეინახოთ. მათი მაცივარში შენახვა რეკომენდებული სულაც არაა. კარტოფილში სახამებელი ტკბება და გემოს კარგავს, ხახვი - რბილდება, პომიდორი კი სიცივეში მწიფობას წყვეტს.
არ შეინახოთ გარეცხილი
მანამ სანამ გამოყენებას არ გადაწყვეტთ, არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ, წინაააღმდეგ შემთხვევაში მცენარე იმაზე მალე გაფუჭდება, ვიდრე მოელით.