წარმოგიდგენთ უსაყვარლესი "პეჩენიების" რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გაუკეთოთ თქვენს შვილებს.
ინგრედიენტები:
კარაქი 200 გრ
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 1 ცალი
ვანილი გემოვნებით
ფქვილი 2 ჭიქა
კაკაო 1 ს/კ
თხილი, საკონდიტრო "მძივი" კანფეტი - თვალების და ცხვირის გასაკეთებლად.
დათუნიას ფორმა
მომზადების წესი:
200 გ კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭ შაქარი (თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ, ნახევარი ჭიქაც ჰყოფნის), 1 კვერცხი, ვანილი, 2 ჭ ფქვილი.
ცომი გაყავით შუაზე და ნახევარს შეურიეთ 1 ს.კ. კაკაო.
შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში ცოტა ხნით.
გააბრტყელეთ, გამოჭერით დათუნიები, ხელში ნუში და თხილი დააჭერინეთ.
დაალაგეთ საცხობ სინზე, რომელსაც პერგამენტი ექნება დაფენილი.
აცხვეთ 180 გრადუსზე.
7-8 წუთში მზად იქნება. ოდნავ რომ შეიცვლის კიდეებზე ფერს, გამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!