კულინარია

"მანგო" გოგრისგან - უგემრიელესი დესერტი

"მანგო" გოგრისგან - უგემრიელესი დესერტი
გირჩევთ, ეს რეცეპტი სცადოთ. მიიღეთ ვიტამინები და სიამოვნება - ერთდროულად. ინგრედიენტები:

  • გოგრა 3 ცალი
  • შაქარი 600 გ
  • ფორთოხალი 3 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი
  • ლიმონმჟავა15 გ

მომზადების წესი:

გოგრა გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბებად.
ფორთოხალს და ლიმონს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30-40 წამი. შემდეგ ამოიღეთ და დაჭერით კუბებად. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ შაქარი, ლიმონმჟავა და დადგით 3-4 სთ.


გოგრის მასა მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილებში, რომლებიც გასტერილებული იქნება. ქილებს დაახურეთ ცხელი თავსახურავები და წყლიან ქვაბში გაასტერილეთ (20 წთ). ქილები რო არ
დასკდეს, ქვაბის ძირში მარლა ჩააფინეთ.
შეფუთეთ გასტერიზებული ქილები თბილად და 24 სთ გააჩერეთ. შეინახეთ სარდაფში ან სადმე გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!
ბეჭდვა
e87a93