სახლში გამომცხვარი ტორტი ყველაზე გემრიელია. თუ არ გყოფნით გამოცდილება, ფანტაზია ან დრო, და ძალიან გინდათ, სტუმრები თქვენი მომზადებული ტორტით გააკვირვოთ, ეს იდეები გამოიყენეთ.
ტორტის ამგვარად მორთვა ძალიან მარტივია.
ყველაზე მარტივი მეთოდი ტორტის მოსართავად - ფერადი მარშმელოუებით ზედაპირის დაფარვაა.
კოვზით ძალიან ლამაზად შეძლებთ კრემის მორთვას. მთავარია, კრემი სქელი იყოს.
შოკოლადის ხვეულების დამზადება არ წარმოადგენს სირთულეს. იხილეთ შოკოლადის ხვეულების დამზადების წესი.
ასეთი ყვავილებისთვის დაგჭირდებათ მრგვალი ორცხობილა და მარმელადი.
საწუწნი კანფეტები ("ჩუპა-ჩუპსები") ჩაარჭეთ ტორტში. შეგიძლიათ მთელი ზედაპირი დაფაროთ.
საკვები საღებავები გახსენით უფერულ ლიქიორში (ან არაყში) და ფუნჯით დაახატეთ ტორტის ზედაპირზე აბსტრაქტული ფორმები.
ნაქარგის ეფექტის შექმნას ასეთი კანფეტებით შეძლებთ.
ყავისფერი ნაძვები ძალიან ეფექტურია. გაადნეთ შოკოლადი, პერგამენტზე გააკეთეთ ნაძვები. როდესაც შოკოლადი გამაგრდება - დეკორი მზადაა.
ჟელიბონები - მარტივი დეკორისთვის გამოიყენეთ.
კენკრის ტორტი ყველაზე მადისაღმძვრელად ასე გამოიყურება!