თუ შინ გამომცხვარი ტკბილეული გიყვართ, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა სცადოთ.
ინგრედიენტები:
- ხორბლის ფქვილი 250 გ
- მზესუმზირის ზეთი 100 მლ
- კვერცხი 4-5 ც
- რძე 100 მლ
- შაქარი 210 გ
- კაკაოს ფხვნილი 20 გ
- გამაფხვიერებელი 5 გ
- ხაჭო 350 გ
- სახამებელი 30 გ
- ვანილის შაქარი 0,5 ჩ/კ
მომზადების წესი:
ათქვიფეთ 3-4 კვერცხი 150 გ შაქართან, სანამ სქელ თეთრ მასას არ მიიღებთ. ნელ-ნელა ჩაასხით ზეთი, გაუჩერებლად თქვიფეთ მიქსერით.
შემდეგ დაუმატეთ რძე (ოთახის ტემპერატურის). მიღებულ მასაში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცალკე ჯამში შეურიეთ ხაჭო და სახამებელი, 60 გ შაქარი, 0,5 ჩ/კ ვანილის შაქარი და 1 კვერცხი.
დააბლენდერეთ ყველაფერი.
შოკოლადის ცომი დადეთ ცხიმწასმულ ფორმაზე.
ხაჭო კი საკონდიტრო ტომარაში ჩადეთ.
შოკოლადის ცომზე ზოლებად დაადეთ. ისე, რომ ბადე გამოისახოს. დესერტი გახურებულ ღუმელში შედგით და აცხვეთ 180 გრადუსზე, 35 წთ.
როცა გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ცხელი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით და შედეგი გაგვიზიარეთ კომენტარებში!