ბევრ პროდუქტს ისე ვინახავთ, როგორც დედებმა გვასწავლეს. აი, როგორ უნდა შეინახოთ ეს 10 პროდუქტი.
ხილი და ბოსტნეული
უნდა იყოს მშრალი, გაურეცხავი და ერთმანეთისგან მოშრებით უნდა შეინახოთ. ხილს არ უყვარს ერთმანეთი. ნაყოფი ეთილენს გამოყოფს, რაც სწრაფად დამწიფებას და ლპობას უწყობს ხელს. მოათავსეთ მათ შორის ქაღალდის ხელსახოცი.
კარტოფილი
კარტოფილს არ უყვარს სინათლე. შეინახეთ ის ბნელ ადგილას. სასურველია, ხის ან მუყაოს ყუთში. იდეალური ადგილია სარდაფი.
სტაფილო
თუ სტაფილოს მწვანე ყუნწი აქვს, დაუყოვნებლივ მოაჭერი. შეინახე ის მაცივრის ქვედა, შუშის უჯრაში, დაულუქავ პაკეტში. ასე ის დიდხანს გაძლებს და არ დაჭკნება.
პური
პური შეინახეთ ქაღალდის პაკეტში, ოთახის ტემპერატურაზე.
ბურღული
ბურღული არ შეინახოთ 4 თვეზე მეტ ხანს. მოათავსეთ კონტეინერში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსახური.
კიტრი
კიტრს არ უყვარს ზედმეტი სიცივე. და ნუ დადებთ მას ბანანთან ერთად.
პომიდორი
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. დააწყვეთ ყუნწებით ქვემოთ, ლანგარზე.
თაფლი
არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ მაცივარში! შეინახეთ სამზარეულოს კარადაში.
კვერცხი
თუ ნაჭუჭი არ არის დაზიანებული, კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე საკმაოდ დიდხანს ინახება. მითვის საუკეთესო ადგილი მაცივრის კარია.
ყველი
არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ პოლიეთილენის პარკში. ის ვერ სუნთქავს და გემოს იცვლის.