უგემრიელესი, ჰაეროვანი კარამელი აუცილებლად მოგეწონებათ.
ინგრედიენტები:
- ნაღები 300 გ
- შაქარი 290 გ
- რძე 200 მლ
- გოგრის კურკები 200 გ
- კვერცხი 4 ცალი
- ყავა 100 მლ
მომზადების წესი:
ვამზადებთ ნაღების კარამელს
140 გ შაქარი დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ 2 ს/კ. წყალი და აქციეთ ოქროსფერ კარამელად (თუ ძალიან სქელი გამოვიდა, წყლით გაათხელეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ).
ათქვიფეთ 4 კვერცხის გული რძესთან. შეათქვიფეთ ნაღები. დაუმატეთ კარამელს ყავასთან ერთად. აურიეთ. შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარამელი ფორმებში გადაიღეთ (6 კექსის ფორმა), ჩადეთ დიდ ქვაბში და ჩაასხით წყალი ისე, რომ ფორმები 2/3-ზე დაიფაროს.
შედეთ ღუმელში 1 სთ-ით, 170 გრადუსზე.
მოხალული გოგრის კურკები გაფცქვენით (ან მზა იყიდეთ).
დარჩენილი შაქარი დაადნეთ ცეცხლზე და ჩაყარეთ შიგ მოხალული გოგრის კურკები. შემდეგ პერგამენტზე გადაიტანეთ და ღუმელში შედეთ 7 წთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად (გოზინაყივით).
კარამელი ზემოდან მორთეთ გოგრის თესლების "გოზინაყით".
გემრიელად მიირთვით!