"სნიკერსი" ჯერ კიდევ 90-იან წლებში გახდა ჰიტი. გთავაზობთ ძალიან გემრიელ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- ნაღების კარაქი 180 გ
- რძიანი შოკოლადი 400 გ
- კანფეტი "ირისი" 500 გ
- შაქარი 275 გ
- შესქელებული რძე 0,25 ჭიქა
- არაქისის კარაქი 50 გ
- არაქისი 1,5 ჭიქა
- ვანილი 1 ჩ/კ.
- ნაღები 0,25 ჭიქა
- ატმის ჯემი 2 ს/კ
- კვერცხის ცილა 3 ც
- ჟელატინი 1 ჩ/კ
- მარილი 0,25 ჩ/კ
- წყალი 0,25 ჭიქა
მომზადების წესი:
ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ 50 გ კარაქი, 50 გ ირისის კანფეტები და ნახევარი შოკოლადი. ყველაფერი აურიეთ, ჩაასხით მასა კარაქწასმულ საცხობ ფორმაში. გადაანაწილეთ თანაბრად და გააცივეთ.
ჟელატინს დაასხით წყალი, დააცადეთ გაფუება 50 წთ. ცილას ცოტა მარილი მოაყარეთ და ათქვიფეთ.
ატმის ჯემს დაუმატეთ 3 ს/კ შაქარი, ადუღეთ 5 წთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ ცილა და ჟელატინი. აკურატულად აურიეთ და დააფარეთ საკვები ცელოფანი.
გაადნეთ 80 გრამი კარაქი, შეურიეთ შესქელებული რძე 1 ჭ. მიიყვანეთ ადუღებამდე და 5 წთ ხარშეთ ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ. სწრაფად შეურიეთ ცილის მასა, არაქისის კარაქი, თხილი და ვანილი.
ქვედა გაცივებულ ფენას ზემოდან მოასხით და შედეთ მაცივარში.
დაადნეთ ნაღები და ირისი დაბალ ცეცხლზე, გამოდმებით ურიეთ. ჩაასხით ფორმაში. გადაანაწილეთ თანაბრად და შედეთ მაცივარში.
დაადნეთ დარჩენილი შოკოლადი, ირისი და კარაქი, გამუდმებით ურიეთ. მოასხით ზემოდან დანარჩენ ფენებს და 1 სთ შედეთ მაცივარში.
მზა დესერტი დაჭერით მართკუთხედებად და მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად.