გოგრის ხიზილალა - პიკანტური გემო

გოგრის ხიზილალა - პიკანტური გემო
ალბათ, გაგისინჯავთ ბადრიჯნის და ყაბაყის ხიზილალა. გოგრის ხიზილალა თუ დაგიგემოვნებიათ? მას ძალიან პიკანტური გემო აქვს.
დაგჭირდებათ:

  • გოგრა 500 გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ც
  • ხახვი 1 ც
  • ნიორი 3 კბილი
  • ტომატის პასტა 2 ს/კ
  • მზესუმზირის ზეთი 50 მლ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. წიწაკა და ხახვი დაჭერით პატარა კუბებად და მოხრაკეთ ტაფაზე 5-7 წთ.
  2. გოგრა გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად. დაუმატეთ ხახვს და წიწაკას და მოშუშეთ 25-30 წთ. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დააყარეთ მარილი, პილპილი, ნიორი და ტომატ-პასტა.
  3. ყველაფერი დააბლენდერეთ. თუ დაუმატებთ ძმარს (2 ს/კ
    ნახევარლიტრიან ქილაზე), შესაძლებელი იქნება მისი ზამთრისთვის შენახვა.
  4. მიირთვით პურზე წასმული.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93