„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“ - რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე

„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“ - რა გავლენას ახდენს ვანილის სურნელი ორგანიზმზე
სტრესებით სავსე სამყაროში ადამიანებს ბედნიერების ჰორმონები სანატრელი გაგვიხდა. ამიტომ უნდა დავაფასოთ თითოეული წვრილმანი, რომელიც ჩვენში ენდორფინებს გამოყოფს და ცხოვრებას გვიხალისებს.
ასე ვარ მეც. ვცდილობ, ყველაფერში პოზიტივი დავინახო და ცუდ ამბებსაც კი კარგი კუთხით შევხედო. თუმცა ეს მარტივი ნამდვილად არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღად კვების მომხრე ვარ, ხშირად არც შოკოლადზე ვამბობ უარს, რადგან ის დიდი რაოდენობით ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს.

აი, ცოტა ხნის წინ კი, სრულიად მოულოდნელად, „ნიკორას“ სუპერმარკეტის დახლზე ერთმა წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება -
„სურნელი, რომელიც გვაბედნიერებს“.


წარწერას ასევე საინტერესო ტექსტი მოჰყვებოდა - „ჩვენი ჟურნალისტი მადაგასკარში მოგზაურობისას ვანილის პლანტაციებს ესტუმრა და ადგილობრივთა ცხოვრებას დააკვირდა. პლანტაციაში მუშაობა რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა მუშები სირთულეებს გასაკვირი შემართებით უმკლავდებიან. არც მძინე რუტინა აშინებთ და არც ცხოვრების გაუსაძლისი პირობები. როგორც აღმოჩნდა, „ბედნიერების საიდუმლო“ ვანილის სურნელია. სწორედ ის უწყობს ხელს ორგანიზმში ენდორფინების - ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას.“

ცოტა ხანს დავფიქრდი. ნუთუ ასე მარტივია ენდორფინების დაგროვება? თურმე, ასეა. თუმცა ავტომატურად ვიფიქრე, რომ პროდუქტი, რომელზეც ეს წარწერა ამოვიკითხე, მაღალკალორიული იქნებოდა და მისი მიღებით ჩემი ჯანსაღი კვების რაჟიმის დარღვევა მომიწევდა. საბედნიეროდ, შევცდი. ეს იყო ხაჭოს დესერტი ვანილის არომატით - სრულიად ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის და ამავდროულად, თურმე გაბედნიერებაში გვეხმარება.

ხაჭო „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, „დღის პროდუქტის“ მიერ იყო წარმოებული. ამ ისტორიამ ისე დამაინტერესა და გამახალისა, რომ დახლის გულიანად დათვალიერება დავიწყე და მსგავსი შეფუთვით სხვა პროდუქტებიც, მათ შორის, ყველი, რძე, მაწონი და არაჟანიც აღმოვაჩინე. მრავალფეროვან შეფუთვებზე დაბეჭდილ სხვადასხვა საინტერესო ამბავს თვალი გადავავლე და რამდენიმე პროდუქტი შევიძინე.

ვიფიქრე, რომ საინტერესო ამბები ბავშვებსაც მოეწონებდათ და იქნებ ამის გამო მაინც სიამოვნებით ეჭამათ რძის პროდუქტები, რომლებიც ასე არ უყვართ და მე კი ასე მინდა, რომ ყოველდღიურად იღებდნენ. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ხაჭოს მირთმევის შემდეგ კომპიუტერს მივუსხედით და ვანილის პლანტაციების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ.


როგორც გავარკვიეთ, ვანილის პლანტაციები მადაგასკარზე, დედაქალაქიდან 600 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. პლანტაციების მიმდებარედ ჯუნგლებია, მისასვლელ გზაზე კი წყლით დატბორილი ბრინჯის ყანებია.

ვანილი ორქიდეების კლასს მიეკუთვნება და მოსაყვანად აუცილებელია სამი პირობა: სითბო, მაღალი ტენიანობა და სწორი მოვლა.ვანილის პარკებს კრეფენ მწვანე, ნახევრად მწიფე მდგომარეობაში და იწყებენ მის ხანგრძლივ გადამუშავებას. უპირველეს ყოვლისა, პარკები უნდა დამუშავდეს ცხელი წყლით. წყლიდან ამოღებისთანავე პარკებს ყრიან ზეწარზე და კარგად ფუთავენ. ასე აჩერებენ ერთი დღე-ღამე. შედეგად, პარკები მომწიფებას წყვეტს და ფერმენტაციის პროცესს იწყებს. შემდეგი ეტაპი მზეზე გაშრობაა, რასაც ჩრდილში ერთი თვის მანძილზე შენახვა მოჰყვება. გამოშრობის დროს ვანილი დაახლოებით 7-ჯერ იკლებს წონაში. საბოლოოდ, ვანილს ახარისხებენ სიგრძის მიხედვით და რეალიზაციისთვის ამზადებენ.


ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ახალი მიზანიც დავისახე. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს, ერთ დღეს ჩემმა კომპანიამაც დაწეროს ასეთი ტექსტი - “ჩვენი ჟურნალისტი მადაგასკარში მოგზაურობისას ვანილის პლანტაციებს ესტუმრა...” მიხვდებოდით, რომ ეს ჟურნალისტი მე ვიქნები. მანამდე კი, ვიდრე მადაგასკარში ვიმოგზაურებ და ბედნიერების ჰორმონების სურნელს ღრმად ჩავისუნთქავ, ამ სიამოვნებას „დღის პროდუქტის“ ვანილიანი ხაჭოს დესერტის სახით მივიღებ.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30