სოკოს კრემ-სუპი ჯეიმი ოლივერისგან - Marao

სოკოს კრემ-სუპი ჯეიმი ოლივერისგან

2020-07-12 10:43:47+04:00

ტელეწამყვანმა და ცნობილმა მზარეულმა - ჯეიმი ოლივერმა მილიონებით დიასახლისის გული დაიპყრო.

ყოველი მისი რეცეპტი ძალიან სასარგებლო, გემრიელი და ორიგინალურია.

იხილეთ: ჯეიმი ოლივერი: "მთელი დღე ბუზღუნებ და არაფრის გაკეთება არ გსურს? ე.ი. არასწორად იკვებები!"

წარმოგიდგენთ სოკოს კრემ-სუპის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო 600 გ
  • ხახვი 1 ც.
  • ნიახურის ძირი 2 ც.
  • ნიორი 3 კბილი.
  • ნაღები 100 მლ
  • ბოსტნეულის ბულიონი 1,5 ლ
  • ზეითუნის ზეთი 4 ს/კ
  • ოხრახუში გემოვნებით
  • ბექქონდარა გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. მოამზადეთ ბულიონი. სოკო კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ოხრახუში და ბექქონდარა წვრილად დაკეპეთ.
  2. ნიახურის ძირები კუბიკებად დაჭერით. ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით.
  3. ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და ყველა ინგრედიენტი ჩაყარეთ.
  4. კარგად შეწვით, დაუკელით ცეცხლს, დაახურეთ სახურავი და მოთუშეთ, სანამ ინგრედიენტები არ დარბილდება.
  5. ჩაასხით ქვაბში ბულიონი, აურიეთ ყველაფერი კარგად და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  6. შემდეგ, ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და 15–20 წთ ხარშეთ.
  7. დაუმატეთ მარილი, პილპილი, გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ, რომ თხელი პიურეს კონსისტენცია მიიღოთ.
  8. ჩაასხით ნაღები და კვლავ შემოდგით ცეცხლზე. აადუღეთ, გამორთეთ და დადგით 10-15 წთ.
  9. მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. როდესაც ჯამში ამოიღებთ, მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!