ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ ნებისმიერი ტურისტი დიდი შთაბეჭდილებებით მიდის ჩვენი ქვეყნიდან. ქართული ღვინო ჩვენი ეროვნული სიამაყეა, თუმცა არსებობს საინტერესო ფაქტები ღვინის შესახებ, რომლებზეც ცოტამ თუ იცის:
1. თუ ფიქრობ, რომ ღვინო ფერის მიხედვით ორი ტიპისაა - თეთრი და წითელი, ცდები! არსებობს ბევრი, განსხვავებული ფერი: ვარდისფერი, სტაფილოსფერი და ოქროსფერიც კი.
2. წითელი ღვინო თეთრ ღვინოსთან შედარებით ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ალკოჰოლსა და კალორიებს შეიცავს.
3. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მაგალითად, ტემპერატურის ცვლილებები, მზის სხივების რაოდენობა, ნისლი, ტენი და ა.შ.
4. თიხით გაჯერებულ ნიადაგზე გაზრდილი ყურძნით წარმოებულ ღვინოს ბევრად უფრო შთამბეჭდავი არომატი ექნება, ვიდრე ყვითელ ნიადაგზე გაზრდილი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს.
5. შამპანური არაფრით განსხვავდება გაზიანი ღვინისგან. შამპანურს კი იმიტომ უწოდებენ, რომ დამზადებულია ყურძნისგან, რომელიც გაიზარდა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, სახელწოდებით "შამპანური".
6. წითელი და თეთრი ღვინო ეხამება განსხვავებული ტიპის საჭმელს. წითელი ღვინო საუკეთესოა წითელ ხორცთან ან ყველთან ერთად, როცა თეთრი ღვინო ეხამება ბოსტნეულს, ფრინველის ხორცს, ნიგვზიან სალათებსა და თევზს.
7. ღვინისა და საჭმლის კომბინაცია ქმნის ჰარმონიას, რასაც "სინერგიას" უწოდებენ. ეს არის ძირითადად მესამე არომატი, რაც ღვინისა და საკვების მიქსით მიიღება. ღვინო ან საკვები, დამოუკიდებლად არცერთი არ წარმოქმნის ამ არომატს.
შეარჩიეთ ღვინო ონლაინ
8. ღვინის ფერი მეტყველებს მისი წარმოშობის ადგილზე. იმის მიხედვით, თუ რამდენად მუქია ღვინო, შეგიძლია დაადგინო, სადაა დამზადებული ის. შედარებით მუქი ფერის ღვინო თბილ კლიმატზე მიგვანიშნებს. ღია ფერის ღვინო მოდის უფრო მაგარი კლიმატიდან. აქვს უფრო მსუბუქი გემო და ნაკლებად მლაშეა.
<div class="apester-media" height="363" data-media-id="5bdabd423f7d44754b6cb47e"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/latest/apester-sdk.js"></script>