შოკოლადის "ვარენიკებს" ყველა ნამდვილად არ ამზადებს.
ყველაზე ხშირად კექსს, მაჭკატებს ან ბლინებს ვაცხობთ. გთავაზობთ გემრიელი შოკოლადის "ვარენიკების" რეცეპტს.
ინგრედიენტები:
ხორბლის ფქვილი 600 გ
კვერცხი 2 ც
მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ
წყალი 150 მლ
რძე 100 მლ
კაკაო-ფხვნილი 2 ს/კ
მარილი გემოვნებით
ხაჭო 250 გ
შაქარი 1,5 ს/კ
ვანილის შაქარი 2 ჩ/კ
მომზადების წესი:
მოამზადეთ ცომი რძით, ცხელი წყლით, კვერცხით, მცენარეული ზეთით და ფქვილით (2 ს/კ. გადაინახეთ ცალკე). გაყავით შუაზე. ერთ ნახევარს დაუმატეთ კაკაო, მეორეს - დარჩენილი ფქვილი. დააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 20 წთ.
აურიეთ შიგთავი დარჩენილი ინგრედიენტებისგან. ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით შოკოლადის ცომს წყალი და შეაერთეთ ორივე ფენა. შემდეგ რულეტივით დაახვიეთ. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და 5 წთ გააჩერეთ. შემდეგ დაჭერით თხელ ნაჭრებად.
გააკეთეთ "ვარენიკები" და მოხარშეთ მარილიან წყალში.
მიირთვით კარაქთან ან არაჟანთან ერთად.
გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!