მწვანე სუპი (მჟაუნა) ხორცის გარეშე

მწვანე სუპი (მჟაუნა) ხორცის გარეშე
გთავაზობთ მჟაუნას სუპის მარტივ რეცეპტს, ხორცის გარეშე.


ინგრედიენტები მწვანე სუპისთვის:


  • ხახვი 2-3 თავი
  • კარაქი 2 ს/კ
  • ისპანახი 100 გ
  • მჟაუნა 100 გ (3-4 კონა)
  • კარტოფილი 2-3 თავი (პატარა)
  • სტაფილო 1 ც (პატარა)
  • კვერცხი 2 ცალი
  • მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, კამა, ტარხუნა)  გემოვნებით
  • ნიახურის, ოხრახუშის თეთრი ძირები
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:


ხახვი დაჭერით წვრილად, მოხრაკეთ კარაქში და დაასხით ბულიონი (ან ადუღებული წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის ბულიონის კუბები). ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი.
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიახურის და ოხრახუშის თეთრი ძირები.
დაჭერით კარტოფილი კუბებად და ჩაყარეთ წვენში. 


გახეხეთ სტაფილო და ისიც ჩაყარეთ.
ცალკე დაჭერით მჟაუნა და ისპანახი და როდესაც კარტოფილი სანახევროდ მოიხარშება, ჩაუშვით წვნიანში.  


ცალკე მოხარშეთ კვერცხები მაგრად, დაჭერით პატარა კუბებად და როდესაც წვნიანი მზად იქნება, ჩააყარეთ ქვაბში. 

მწვანე სუპი მიირთვით მაწონთან ან არაჟანთან ერთად. 

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93