ამგვარად მოხარშული კარტოფილი ნაკვერჩხალზე შემწვარივით გემრიელია

ამგვარად მოხარშული კარტოფილი ნაკვერჩხალზე შემწვარივით გემრიელია
გემრიელი კარტოფილის ხსენებაზე, ალბათ, ნაკვერჩხალზე შემწვარი კარტოფილი გაგახსენდებათ.
ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც კარტოფილი არ უყვარდეს. ეს ბოსტნეული დიეტებშიც ხშირად გამოიყენება. 

კარტოფილის გემრიელი დიეტა: მინუს 3 კგ 3 დღეში!

გთავაზობთ კარტოფილის მოხარშვის საინტერესო რეცეპტს, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარ კარტოფილზე არანაკლებ გემრიელია. 

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 10 ც
  • მარილი 0,5 კგ
  • წყალი 2 ლ

მომზადების წესი:

კარტოფილი იხარშება
სქელკანიანი კარტოფილი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი ან სამზარეულოს ღრუბელი (ახალი).

ჩააწყვეთ კარტოფილები ქვაბში, დააყარეთ მარილი
და დაასხით მდუღარე წყალი.

მიიყვანეთ ადუღებამდე. დააფარეთ სახურავი და ხარშეთ 30 წთ.

დანის წვერით შეამოწმეთ, მოიხარშა თუ არა. ამოიღეთ წყლიდან და დაალაგეთ თეფშზე.

დააცადეთ, გაგრილდეს და გაშრეს. კანს თეთრი ნადები უნდა გაუჩნდეს.

ძალიან უხდება კარაქი. ასევე, შეგიძლიათ მოხარშვის შემდეგ ცოტა ხნით ღუმელში შედოთ, რომ კანი კარგად მოიბრაწოს. 

გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93