კვერცხი პომიდვრით
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- საშუალო ზომის 1 ხახვი
- 4 პომიდორი
- 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი
- რამდენიმე ფოთოლი რეჰანი, მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ტაფაზე უზეთოდ მოხრაკეთ ხახვი, დაააყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაასხით წყალი, დაახურეთ თავი და გააჩერეთ 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე. თუ ძალიან გამოშრება,დაუმატეთ რეჰანი და კარგად აურიეთ. დაახალეთ 4 კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი.
კერძი მზადაა მაშინ, როცა კვერცხის ცილა გამაგრდება.
გემრიელად მიირთვით!
ქათმის გულ-ღვიძლი საკმაზით (დუკანის დიეტა)