გოგრის კანფეტები სიროფში - არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
- გოგრა 1 კგ
- შაქარი 300 გ
- ფორთოხალი 1 ც
- დარიჩინი 6 გ
მომზადების წესი:
გაჭერით გოგრა 2 ნაწილად, 600 და 400 გრამი. დიდი ნაწილი დაჭერით კუბებად. ამოავლეთ დარიჩინის და შაქრის ნაზავში.
მეორე ნახევარი დაჭერით სამკუთხედებად. საცხობ სინზე, რომელზეც დაფენილია პერგამენტი, დაალაგეთ გოგრის ნაჭრები და კუბები (არ აურიოთ ერთმანეთში) და აცხვეთ 20 წთ 180 გრადუსზე.
გოგრის კუბები ცალკე გადაიღეთ და გააცივეთ. ჩვეულებრივი ნაჭრებისგან კი კარამელი დაამზადეთ.
ჩადეთ ჭურჭელში, დააწურეთ ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ცედრა და შაქარი. ხარშეთ 10 წთ. შემდეგ ყველაფერი დააბლენდერეთ.
ყოველი გამომცხვარი კუბი ააგეთ ხის ჩხირზე და ამოავლეთ კარამელში.
ნუგბარი მზადაა!