ბოზბაში გუფთით.
ინგრედიენტები:
- ცხვრის ან ძროხის ხორცი 1 კგ
- ბრინჯი 2 ს/კ
- ხახვი 4-5 თავი
- კარტოფილი 2 თავი
- კვერცხი 1 ცალი
- ქინძი 3-4 ძირი
- დაფნის ფოთოლი 1 ცალი.
- დარიჩინი, პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (3 ცალი) და დაასხით ადუღებული წყალი.
ჩაყარეთ ბრინჯი და მარილი.
მოამზადეთ გუფთა: გაატარეთ ხორცი, ხახვი (1 ცალი) და ქინძი, შეაზავეთ მარილით, პილპილით, დარიჩნით, კვერცხით და კარგად აზილეთ.
გააკეთეთ გუფთები და სათითაოდ ჩაუშვით მდუღარე წვენში. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი. ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და
ადუღეთ, სანამ გუფთა არ მოიხარშება.
გემრიელად მიირთვით!