დუკანის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და შედეგიანი დიეტაა. სწორედ ამიტომ ჰყავს მას ამდენი მიმდევარი.
სპეციალურად დუკანელებისთვის იქმნება კერძების რეცეპტები, Marao.ge კი მათ პერიოდულად გთავაზობთ.
ამჯერად ქათმის ფილესთვის „დუკანური“ სოუსის გაკეთების რეცეპტს გთავაზობთ:
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500 გრ
- ხაჭო უცხიმო 200 გრ
- პიტნა, სანელებლები, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ქათმის ფილე შეწვით ღუმელში.
200 გ უცხიმო ხაჭო დააბლენდერეთ, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ. დაუმატეთ პიტნა, მარილი და სანელებლები.
მასში ჩააწყვეთ შემწვარი ქათმის ნაჭრები.
გემრიელად მიირთვით!