აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი. ამგვარად მომზადებული კარტოფილი განსაკუთრებით გემრიელია.
ინგრედიენტები:
- კარტოფილი 0,8 კ
- ნაღების კარაქი 50-70 გ
- ნიორი 2 კბილი
- დაფნის ფოთოლი 1 ც
- მწვანილი 1/2 კონა
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ და დაჭერით დიდ ნაჭრებად. დააყარეთ მარილი და პილპილი.
კუბებად დაჭერით ნაღების კარაქი.
აიღეთ სუფთა ქილა, ჩადეთ შიგ კარტოფილის ნაჭრები, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ნიორი და ზემოდან დაადეთ კარაქი.
ქილა უნდა აივსოს 3/4-ზე. დააფარეთ ქილას ფოლგა და რამდენიმე ნახვრეტი გაუკეთეთ. ქილა შედეთ ცივ ღუმელში და შემდეგ აანთეთ. 180°С-ზე აცხვეთ 40 წთ.
როდესაც კარტოფილი მზად იქნება, გამორთეთ ღუმელი და ქილა 20 წთ დატოვეთ შიგნით. ის ნელ-ნელა უნდა გაცივდეს.
გადმოიღეთ ჯამში და ზემოდან მწვანილი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!