გემრიელი დესერტი ფერადი მარშმელოუებით (+ ვიდეო)

ამ დესერტში ქვემოთ შოკოლადია, შუაში - ნაღები, ზემოდან კი - ფერადი მარშმელოუ.

ინგრედიენტები:

  • ნაღები 35%-38% - 1/2 ჭიქა
  • შოკოლადის ჩიფსი/დრაჟე - ან დამტვრეული შოკოლადის ფილა, 2 ჭიქა
  • პატარა ზომის მარშმელოუ
  • კრეკერები - სუფრისთვის

მომზადების წესები:


გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე.

ნაღები შეათბეთ 30 წამის განმავლობაში წყლის აბაზანაზე ან ქვაბშივე საშუალო ცეცხლზე.

საშუალოდ ღრმა ფორმაში გაანაწილეთ შოკოლადის დროპსი ან წვრილად დამტვრეული ფილა და დაასხით ნაღები. ზედა ფენად დაალაგეთ მარშმელოუ.



აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

მზად არის! სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი
კრეკერებთან ერთად.



გემრიელად მიირთვით!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93