ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი
სარგებლობა: ციტრუსები შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ვიტამინების - B, A, E, С ჯგუფს.ფორთოხლის კანი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს კანის კიბოს წარმოქმნას 30 პროცენტით. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ცედრა კვირაში ერთხელ ფაფაში განუმეორებელი გემოსთვის.
ლიკოპინის ანტიოქსიდანტი, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს, ამცირებს ათეროსკლეროზისა და კიბოს წარმოშობის რისკს.
- კალორიულობა: ფორთოხალი 62 კკალ, გრეიპფრუტი, 103 კკალ, მანდარინი 35 კკალ.
- როგორ ვჭამოთ: მიირთვით კანგაცლილი (წვენი არ გააკეთოთ), დაუმატეთ სალათებსა და ფაფებში.
მსხალი

- სარგებლობა: ვაშლზე მეტ, 5,5 გრამ უჯრედისს შეიცავს. აგრეთვე, С ვიტამინის დღიური ნორმის 10 პროცენტს.
- კალორიულობა: ერთ ხილში 84 კკალია.
- როგორ ვჭამოთ: დესერტი მოამზადეთ დარიჩინთან ერთად. მიირთვით, როგორც ხემსი.
ბროწეული

- სარგებლობა: მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ტანინით. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება.
- კალორიულობა: გარჩეულ, ნახევარ ჭიქა ბროწეულის მარცვლებში 72 კკალია.
- როგორ ვჭამოთ: კერძებში, დესერტებში, დამოუკიდებლად.
ხურმა

- სარგებლობა: მდიდარია უჯრედისით. საშუალო ზომის ხილი 6 გრამს შეიცავს.
- კალორიულობა: 100 გრამში 118 კკალ.
- როგორ ვჭამოთ: შეგიძლიათ სალათებშიც დაუმატოთ ან დამოუკიდებლად მიირთვათ.
- რჩევა: იმისათვის, რომ ხურმა დამწიფდეს, 1-1,5 დღით საყინულეში გააჩერეთ.