ოლივიეს გაფორმების ყველაზე ლამაზი ხერხები (+ვიდეო)
საახალწლო სუფრა "ოლივიეს" გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ შეგიძლიათ ის ისეთი გალამაზებული მიიტანოთ სუფრაზე, რომ სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახუროთ.

1. თაიგული

კლასიკური რეცეპტით მომზადებული "ოლივიე", რომელსაც ზედაპირი მაიონეზით აქვს მოსწორებული და კიტრის, სტაფილოს, ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი ყვავილებითა და ფოთლებითაა გაფორმებული.

2. მოზაიკა

სალათას მართკუთხედი ფორმა მიეცით. ზედაპირზე მაიონეზი წაუსვით და ზემოდან მჟავე კიტრის, სტაფილოსა და ტკბილი წიწაკისგან გამოჭრილი პატარა კუბებით გააფორმეთ. მოზაიკა ეფექტურად გამოიყურება.

3. საშობაო გვირგვინი

სალათას ბეჭდის ფორმა მიეცით. მრგვალი გამოსაცხობი ფორმები დაიხმარეთ. ზემოდან კამის ტოტები დააფინეთ და შტოშის, მოცვის ან
რომელიმე სხვა წითელ ფერის კენკრით მორთეთ.

4. ფენები

ოთხკუთხედ ფორმაში "ოლივიეს" ინგრედიენტები ფენა-ფენად მოათავსეთ. დაასრულეთ ზედაპირზე მაიონეზის წასმით. გააფორმეთ სტაფილოთი, ბარდით და გახეხილი კვერცხით.

5. ორიგინალური მირთმევა სუფრაზე

სალათის მიტანა მხოლოდ თეფშებით კი არა, მოხარშული კვერცხის ცილითაც შეგიძლიათ. ამოავსეთ ცილები სალათით და ასე მიიტანეთ სუფრაზე.

6. ორნამენტები

დაგჭირდებათ: კლასიკური რეცეპტით მომზადებული "ოლივიე", რომელსაც ზედაპირი მაიონეზით აქვს მოსწორებული. ახლა კი ფანტაზია გამოიყენეთ და ოხრახუშის ფოთლებით, მწვანე ბარდითა და ჩერი პომიდვრით მასზე ორნამენტები გამოსახეთ.

7. ყვავილები

"ოლივიეს" გაამდიდრებთ, თუ ორაგულის, კრევეტის ან სტაფილოს ყვავილებით მორთავთ. სიმწვანისთვის გამოიყენეთ კამისა და ოხრახუშის ტოტები, აგრეთვე, ჩერი პომიდორი. სხვათა შორის, "ოლივიეში" მოხარშული ხორცის ან ძეხვის ჩანაცვლება თევზით ან კრევეტებით შეგიძლიათ.

8. "ტარტალეტკები"

თხელი ლავაში 10-სანტიმეტრიან კვადრატებად დაჭერით. კექსის ფორმებში ორ-ორი მოათავსეთ და 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოაცხვეთ. ფორმები მზადაა. გააგრილეთ. ახლა მათში "ოლივიე" გადაანაწილეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

9. მარტივი და გემრიელი

მრგვალი ფორმის გამოყენებით "ოლივიეს" პორციულ ულუფებს შექმნით. თეფზე პურის ნაჭერი დაუდეთ და სტუმარს მიართვით.

10. ჭურჭელი

კერძის მირთმევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს. სცადეთ და "ოლივიე" სტუმრებს მინის სასალათეებით ან ვაზით მიართვით.

11. ბუდე

"ოლივიეს" მრგვალი ფორმა მიეცით, გახეხილი პარმეზანით ბუდე გაუკეთეთ. ზემოდან მწყრის კვერცხი, მწვანილის პატარა კონა და წითელი ხიზილალა დაადეთ.

12. სარესტორნო სტილი

თუ გსურთ, სტუმრები სარესტორნო სტილით გააოცოთ, ჯერ ულუფა დააპატარავეთ, შემდეგ ლამაზ თეფშზე დადეთ. ნახევარ მხარეს, სალათსა და თეფშს შორის კონტრასტი უნდა იგრძნობოდეს. ამიტომ, თეფშის მეორე მხარეს თხლად გადაუსვით ბარდის პიურე და ხიზილალის ბურთებითა და მწვანილით მორთეთ.

13. არ აურიოთ

კიდევ ერთი ორიგინალური იდეა. სალათა მინის ვაზაში მოათავსეთ. ზედაპირზე მაიონეზი წაუსვით და მასზე მორჩენილი ინგრედიენტებით სამკუთხედად განათავსეთ.

14. ასორტი

იმისათვის, რომ "ოლივიე" სტუმრებისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ზემოდან კონტრასტული ფერის პროდუქტებით მორთეთ: სალათის ფურცლებით, ოთხად გაჭრილი კვერცხით, სტაფილოს ნაჭრებით და ა.შ.

15. სიმდიდრე

კლასიკური რეცეპტით მოზადებული "ოლივიე" ინგრედიენტებით გაამდიდრეთ. მაგალითად, ძეხვი თევზით ან კრევეტებით ჩაანაცვლეთ. მორთეთ ორაგულის თხელი ნაჭრებით, კვერცხი პაშოტით, ცოტა ხიზილალითა და მწვანილით.

16. გოჭუნა

ოლივიე ოვალურ სასალათეზე გადაიტანეთ. გვერდები კიტრი-პომიდვრით მოურთეთ. აი, სალათა კი გოოჭუნად გადააქციეთ. საექიმო ძეხვი ორ ადგილას გახვრიტეთ, ეს ღორის დინგი იქნება, ოთხად გაჭრილი ძეხვის ნაჭრები კი - ყურები. ასეთი დეკორი წლევანდელ სუფრაზე საპატიო ადგილს დაიკავებს.

17. ფორმა

ვერც კი წარმოიდგენთ, რა ეფექტურია "ოლივიე", რომელსაც ახალი მთვარის ფორმა აქვს. "მთვარე" ზემოდან სხვადასხვა ინგრედიენტით, სურვილისამებრ მორთეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ვიოლა
ძალიან ლამაზია ალბად გემრიელიც
16:04 / 15-12-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31