ტკბილის მოყვარულებო, თქვენთვის ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტი მოვამზადეთ. "წითელი ხავერდი" - ამ ტორტს ამერიკული საკონდიტროს კლასიკას ეძახიან.
გარსი წითელი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი საკვები საღებავი.
ინგრედიენტები:
- ფქვილი 340 გ
- შაქარი 300 გ
- კაკაოს ფხვნილი 1 ს/კ
- მარილი 0,25 ჩ/კ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ
- სოდა 1 ჩ/კ
- კვერცხი 3 ც
- მზესუმზირის ზეთი 300 გ
- ნაღები 80 მლ
- კეფირი 200 მლ
- საკვები საღებავი 2 ჩ/კ
- ნაღების კარაქი 100 გ
- ყველი ნაღების 350 გ
მომზადება:
ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი და კაკაო, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. დაუმატეთ შაქარი და კარგად აურიეთ.
ჩაასხით კეფირი, ნაღები, ზეთი, კვერცხი და საღებავი. მიქსერით ათქვიფეთ.
საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ჩადეთ ცომი და შედეთ ღუმელში. აცხვეთ 170 გრადუსზე, 25 წთ. იგივე გაიმეორეთ ცომის მეორე ნახევარზეც. მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა, შეათქვიფეთ გახეხილი ყველი.
მზა ქერქი დაამტვრიეთ, მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. ტორტს წაუსვით კრემი, დააყარეთ დაბლენდერებული ქერქი, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.
გემრიელად მიირთვით!