10 კერძი, რომელიც საახალწლო სუფრაზე ყვითელ ღორს აუცილებლად უნდა დაახვედროთ

10 კერძი, რომელიც საახალწლო სუფრაზე ყვითელ ღორს აუცილებლად უნდა დაახვედროთ
სადღესასწაულო მენიუ უკვე შეადგინეთ? რა თქმა უნდა , არა. ჯერ ხომ ისევ ისმის კითხვა - ღორის წელიწადი რომ მოდის, ხორცი შეიძლება? ასტროლოგების თქმით, შეიძლება, ოღონდ ღორის არა, თუმცა ეს საკმარისი არაა. კიდევ რა არის გასათვლისწინებელი კერძების შერჩევამდე? ყვითელი ღორის წელიწადს მრავალფეროვანი სუფრით და გემრიელი კერძებით უნდა შეხვდეთ.

გთავაზობთ 10 კერძს, რომლებიც უთუოდ უნდა დაახვედროთ მას"

1. საქონლისა და სოკოს სოუსი





  • კარაქი - 4 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • სოკო - 450 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • ქონდარი - 1 ს/კ
  • საქონლის ხორცი - 4 საშუალო ზომის ნაჭერი
  • მარილი - 1.5 ს/კ
  • შავი პილპილი - 1/2 ს/კ
მომზადების წესი:

ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და კარაქი და დაყარეთ მოზრდილი ზომის სოკოს ნაჭრები. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ქონდარი და შავი პილპილი. მეორე ტაფაზე მოათავსეთ საქონლის ხორცი, პილპილითა და მარილით. ტაფაზე, რომელზეც სოკო შეწვით, დაასხით ხორცის ნახარში და ხარშეთ. შეფერილობის შეცვლის შემდეგ დაუმატეთ ხორცი.


2. ქათმის სალათი ბულგარულით


  • ქათმის ფილე
  • მაიონეზი
  • პილპილი
  • ბუგარული
  • ცერეცო
  • პომიდორი
მოხარშული ფილე დაჭერით წვრილად, გაუკეთეთ სანელებლები გემოვნებით და აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

3. გაითვალისწინეთ, რომ ყვითელი ღორის წელი მოდის და ამ ფერის კერძი სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს. საუკეთესო საშუალებაა

სალათა „აფრიკა“




ფენა-ფენა დაალაგეთ მოხარშული ქათმის ფილე, ბანანი, გახეხილი მაგარი ყველი და თითოეულს წაუსვით მაიონეზი. ზემოდან დააფინეთ სალათის ფურცელი და მორთეთ მანდარინის ლებნებით.

4. საქონლის ხორცის რულეტი




• 1 კგ. ძროხის ხორცი
• 2 ცალი სტაფილო
• 30 მლ. მდნარი კარაქი
• 4 თავი ხახვი
• შავი პილპილი
• მარილი
• 50 გრ. თეთრი სოკო
• ნიახურის ღერო
• 15 გრ. არაჟანი
• 1 ცალი ლიმონი
• 720 მლ. წყალი 50 გრ. საქონლის მოხარშულ-შებოლილი მკერდი
• 15 გრ. კარაქი
• 10 ცალი საფანელი
• 1 ცალი კვერცხი
• ოხრახუში

მომზადების წესი

საქონლის ხორცის ნაწილი გაატარეთ მოხარშულ სოკოსთან ერთად, არიეთ გრძლად დაჭრილი ხახვი, კვერცი, ორცხობილა, მწვანილი, პილპილი, მარილი გემოვნებით. დანარჩენი ხორცი დაჭერით მართკუთხედის ფორმებად და დაბეგვეთ. გაახვიეთ მასში წინასწარ მომზადებული მასა და შეწვით. საცხობ ლანგარზე მოათავსეთ წვრილად დაჭრილი: სტაფილო, ნიახურის ფესვი, ხახვი. დაადეთ ზემოდან რულეტი, მოასხით ლიმონის წვენი და სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში.
შემწვარი რულეტი დაჭერით და ლანგარზე დარჩენილი მასა გაცერით, დაამატეთ არაჟანი და ადუღეთ. მიღებული სოუსი მოასხით რულეტს.


5. თევზი სოუსითა და ჯინჯერით



  • 1ლიმონის წვენი
  • 1ჩ/კ მარილი
  • 1ჩ/კ შაქარი
  • 1/3 ჩ.კ. სოიოს სოუსი
  • 1ჩ/კ ჯინჯერი
ინგრედიენტებს დაასხით იმდენი წყალი, რომ გასუფთავდებული, დაჭრილი თევზი მთლიანად დაფაროს. 4 საათში ამოიღეთ და ჩვეულებრივ შეწვით.

6. საქონლის ხორცის სალათა



მოხარშულ საქონლის ხორცს დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, ნიახური, სანელებლები, ვაშლის ძმარი და ზეითუნის ზეთი.

7. კრაბის ჩხირების ღვეზელი

  • ყველი
  • კვერცხი
  • კრაბის ჩხირი
  • მაიონეზი
  • მარილი
  • პილპილი
  • ხაჭაპურის ცომი

ზემოთ მოყვანილი ინგრედიენტებით გააკეთეთ სქელი მასა, მოათავსეთ ცომში და შეწვით. გაითვალისწინეთ, რომ კრაბის ჩხირების დაჭრა საჭირო არაა, თითოეულ ღვეზელში ერთიც საკმარისია. გამომცხვარ ღვეზელს შეგიძლიათ, ზემოდან  მოაყაროთ ორეგანო და დაახეხოთ ყველი.

8. ყველის და ბეკონის ბურთები


  • 400გ. მდნარი ყველი
  • 200გ. კარაქი
  • ბეკონი
  • მარილი
  • პილპილი
  • შავი პილპილი
  • ოხრახუში

კარაქი და ყველი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ სანელებლები . სველი ხელით აიღეთ მოხარშული ბეკონი მოათავსეთ მასა მასში ,გააკეთეთ ბურთის ფორმები და დაფარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუშით.

9. ლიმონის ორცხობილა


  • შესქელებული რძე
  • კარაქი
  • ლიმონი
  • შაქარი
  • რცხობილები ან ძველებური მეთოდით გაკეთებული პეჩენიისთვის საჭირო მასალა
მიქსერით ათქვიფეთ შესქელებული რძე და კარაქი მანამ, სანამ არ გაგლუვდება, შემდეგ დაამატეთ ლიმონი და შაქარი. შიგთავსი მოათავსეთ ორცხობილებში

10. ზამთრის ცქრიალა სანგრია



საშუალო ზომის ჯამში მოათავსეთ ერთნაირი რაოდენობით ვისკი და ლიქიორი, დაამატეთ მანდარინი, თეთრი ყურძენი, წითელი გრეიპფრუტი. თუ ძლაინ მჟავე გამოგივათ, დაამატეთ მცირე რაოდენობით შაქრის პუდრაც. გააცივეთ და მიირთვით.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ფიფქია
საქართველოში მსგავსი საახალწლო სუფრა ცოტა ძაან სასაცილოაა :))))
11:34 / 26-12-2018
გამოხმაურება / 0 /
კრაბის ჩხირები თუ კიბორჩხალას ჩხირები....
11:15 / 26-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93