სამი კერძი ასტროლოგების რეკომენდაციით, რომელიც ყვითელი ღორის წელს საახალწლო სუფრაზე უნდა დაახვედროთ

სამი კერძი ასტროლოგების რეკომენდაციით, რომელიც ყვითელი ღორის წელს საახალწლო სუფრაზე უნდა დაახვედროთ
რამდენიმე დღეც და ყველა ოჯახში გაიშლება საახალწლო სუფრა. ჩვენ ყვითელი ღორის წელიწადს ვეგებებით, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თუ გვინდა, 2019-მა წელმა წარმატება მოგვიტანოს, მას მრავალფეროვანი კერძებით უნდა დავხვდეთ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ საახალწლო სუფრაზე არ დავდოთ ღორის ხორცი.
გთავაზობთ სამ ორიგინალურ კერძს, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და არც ღორის წელს გაანაწყენებს.

1. ქათმის ლაბა


„ხალადეცი“ საახალწლო სუფრის ერთ-ერთი განუყრელი ნაწილია, მაგრამ რადგანაც მისი მომზადება ღორის ხორცით არ არის რეკომენდებული, მარტივ და გემრიელ ალტერნატივას გთავაზობთ.

ინგრედიენტები:


მომზადება:

ქათმის მკერდს მოაცილეთ კანი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. როცა ბულიონი ადუღდება, ჩააყარეთ მარილი და პილპილი. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე.
ორი დიდი სტაფილო გარეცხეთ და გაფცქვენით. ჩადეთ ბულიონში და მოხარშეთ ხორცთან ერთად.
დაუმატეთ ჟელატინი და ბულიონი 1 სთ დადგით. ამოიღეთ სტაფილო და კუბებად დაჭერით. გადაანაწილეთ ფორმაში.
ლაბა ისევ დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. ხორციც ფორმაში გადაანაწილეთ და ბულიონი დაასხით.
ზემოდან მწვანილით მორთეთ.

2. ქათმის ბარკლები სოუსში



ამ სოუსში მომზადებული ხორცი ბევრად წვნიანი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები:


მომზადების წესი:

მოამზადეთ მარინადი. შეურიეთ იოგურტს (არაჟანს) დაჭყლეტილი ნიორი. დაუმატეთ ლიმონის წვენი და სანელებლები. ჯინჯერი  და ზეითუნის ზეთი.
ჩააწყვეთ ქათმის ბარკლები ჯამში, დაასხით სოუსი, დააფარეთ თავსახური და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით.
შეწვით ქათმის ბარკლები გახურებულ ტაფაზემ 20-25 წთ, სანამ არ შეიბრაწება.

3. ბრაუნი


გემრიელი დესერტის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. ეს გახლავთ ბრაუნის თურქული რეცეპტი.

ინგრედიენტები:


მომზადების წესი:

შოკოლადი და ნაღების კარაქი დაადნეთ.
დიდ თასში ჩაახალეთ კვერცხები და ჩაყარეთ ყავისფერი შაქარი. ათქვიფეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.
ჩაასხით გამდნარი შოკოლადიანი კარაქი და მიქსერით ისევ ათქვიფეთ.
დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი. ათქვიფეთ.
გაახურეთ ღუმელი 180˚С-ზე. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.
თურქული შოკოლადი დატეხეთ და გადაანაწილეთ ცომზე.
აცხვეთ 20-25 წუთი. როდესაც გამოცხვება, გააგრილეთ და გადაიტანეთ ნამცხვრის თეფშზე. დაჭერით კვადრატებად.

ისარგებლეთ ონლაინ მაღაზიის - momitane.ge-ს მარტივი და მოსახერხებელი სერვისით. კურიერი ყველა ინგრედიენტს სახლში მოგართმევთ.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93