საახალწლო სუფრას ჯინჯერის ორცხობილები ძალიან ალამაზებს.
ინგრედიენტები:
- შაქარი 100 გ
- თაფლი 170 გ
- ჯინჯერი 2 ჩ/კ.
- სურნელოვანი პილპილი 1,5 ჩ/კ.
- დარიჩინი 1,5 ჩ/კ.
- გვირილა 1,5 ჩ/კ.
- სოდა 1 ჩ/კ.
- ნაღების კარაქი 130 გ
- კვერცხი 1 ც.
- ხორბლის ფქვილი 500 გ
- შაქრის პუდრი 200 გ
- კვერცხის ცილა 1 ც.
მომზადება:
ქვაბში შეურიეთ შაქარი, თაფლი და სანელებლები, დადგით საშუალო ცეცხლზე. გააცხელეთ, თან ურიეთ.
მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
დაუმატეთ სოდა (1ჩ/კ) და კარგად აურიეთ.
მასა უნდა აქაფდეს. შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ფქვილი და კვერცხი. მოზილეთ ელასტიკური ცომი. ხელებზე არ უნდა გეწეპებოდეთ.
გააბრტყელეთ და გამოჭერით ფიგურები.
გადაიტანეთ საცხობ სინზე (პერგამენტი დააფინეთ). აცხვეთ 180 გრადუსზე 15–20 წუთი.
გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხის ცილები და დაუმატეთ შაქრის პუდრა. ამოიყვანეთ ბეზე. ჩადეთ ის საკონდიტრო ტომარაში და მოხატეთ ორცხობილები. დააცადეთ 20-30 წუთი. შემდეგ მიირთვით.