ყველა ვერ გარისკავს, მოამზადოს წიწიბურას სუპი ქათმის ბულიონის ბაზაზე, მაგრამ თუ თქვენ გიყვართ ახალი კერძების აღმოჩენა, მაშინ ეს ორიგინალური და ძალიან გემრიელი სუპის რეცეპტი აუცილებლად უნდა სცადოთ.
ინგრედიენტები:
- წიწიბურას ფქვილი 50 გ
- ქათმის ბულიონი 1 ლ
- ხახვი საშუალო ზომის 2 ც.
- წყალი (ძალიან ცივი) 70 მლ
- ბასტურმა 200 გ
- მასკარპონე 100 გ
- ნაღების კარაქი 1 ს/კ
- მოხარშული წიწიბურა 30 გ
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ხახვი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და შეწვით გახურებულ ქვაბში, კარაქთან.
დაასხით ბულიონი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 30-35 წუთი, რომ უფრო გაჯერებული გემო მიეცეს წვენს.
წიწიბურას ფქვილს ძალიან ცივი წყალი დაასხით და კარგად გახსენით, რომ კორძები არ დარჩეს.
ეს მასა ჩაასხით ბულიონში და ხარშეთ 5 წუთი, თან ურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
სუპი ამოიღეთ ჯამებში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბასტურმა და მასკარპონე. მოაყარეთ მოხარშული წიწიბურაც.
გემრიელად მიირთვით!