შობა არასოდეს იყო უბრალოდ მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, არამედ მიზეზიც, რომ მთელი ოჯახი ერთ მაგიდასთან შეკრებილიყო.
მართლმადიდებლურ ქვეყნებში შობის დღესასწაულზე აუცილებლად მიირთმევენ გამომცხვარ ღვეზელებს და ბატს.
გთავაზობთ ხორცის უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც საშობაო სუფრას დაამშვენებს.
ინგრედიენტები:
- მარილი და პილპილი
- დაფქული კოწახური - 1 ჩ.კ.
- საქონლის ფარში - 500 გ
- გულსართი:
- საფუარი - 1 ჩ.კ.
- შაქარი - 1 ჩ.კ.
- მარილი
- გამდნარი კარაქი - 100 გ
- კვერცხი - 1
- რძე - 250 გ
- ფქვილი - 500 გ
- ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ.
- მოხარშული ბრინჯი - 100 გ
- ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესი
- თბილ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი, მარილი და ადროვეთ 10 წუთი. ფქვილი ჩაყარეთ თასში, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით რძე, ჩაამატეთ კვერცხი და კარაქი. მოზილეთ ცომი და დადეთ სითბოში გასაფუებლად.
- მზა ცომი გაყავით ორად. ერთი, ოდნავ დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმაში. დაადეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. ცენტრში გაუკეთეთ ჯვრისებური ჭრილი, თავზე გადააფარეთ და ხელახლა აფუება აცალეთ. თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- შემდეგ გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- გულსართი: წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ ფარში და განაგრძეთ შუშვა. პერიოდულად ურიეთ. ფარშს ძალიან ნუ გამოაშრობთ. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ბრინჯი, მარილი, პილპილი, კოწახური და ქონდარი.