მოგწონთ აზიური სუპები? უჩვეულოდ ცხარე სუპი ბრინჯის ლაფშათი, საქონლის ხორცითა და თევზის სოუსით ნებისმიერ ვიეტნამურ რესტორანში შეგიძლიათ გასინჯოთ.
მისი სახლში მომზადებაც არ არის რთული.
ინგრედიენტები:
- საქონლის რბილი ხორცი 400 გრამი
- ბულიონი 1.6 ლიტრი
- ბრინჯის ლაფშა 150 გრამი
- ხახვი 1 ცალი
- სოიო 225 გრამი
- წითელი წიწაკა ჩილი 1 ცალი
- ლაიმი 4 ცალი
- ანისი (ვარსკვლავები) 1 ცალი
- დარიჩინი (ჩხირი) 1 ცალი
- გვირილა 4 ცალი
- მცენარეული ზეთი 1 ს/კ
- სოიოს სოუსი 1 ს/კ
- თევზის სოუსი 1 ს/კ
- ბაზილიკი დაჭრილი, გემოვნებით
- ქინძი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
- ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, გარეცხეთ, გააშრეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- შეწვით სტეიკი გაცხელებულ ტაფაზე 5-6 წთ. გადაიღეთ ხორცი ხის დაფაზე (ძალიან ნუ დაბრაწავთ).
- გააცხელეთ ბულიონი, ჩადეთ შიგ ყველა სანელებელი, ხარშეთ 5 წუთი. დაუმატეთ სოიოს და თევზის სოუსები. მოამზადეთ 5 წთ.
- წიწაკას გამოაცალეთ თესლი, ხახვი დაჭერით რგოლებად და სოიოს ღეროებთან ერთად შეურიეთ ბულიონს. აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან.
- დაჭერით სტეიკი გრძელ ნაჭრებად. დაასხით სუპი თეფშებზე, დაუმატეთ ხორცის ნაჭერი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და ცოტა ბრინჯის ლაფშა. მიიტანეთ სუფრაზე ლაიმის ნაჭერთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!