ყველაზე გემრიელი შემწვარი კარტოფილი ორი ინგრედიენტის დამატებით - Marao

ყველაზე გემრიელი შემწვარი კარტოფილი ორი ინგრედიენტის დამატებით

2020-10-01 09:19:11+04:00

ძნელია, ნახო ადამიანი, ვისაც შემწვარი კარტოფილი არ უყვარს.

სცადეთ, შეწვათ კარტოფილი ამ რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • არტოფილი 500 გრ
  • ზეთი
  • ნიორი 2 კბილი
  • ოხრახუში რამდენიმე ღერი
  • კარაქი 1 ს/კ
  • მარილი, პილპილი (ან სვანური მარილი) გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გაფცქვენით ნიორი და წვრილად დაჭერით.
  2. ოხრახუშიც დაჭერით წვრილად.
  3. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი და შეწვით კარტოფილი (ხშირად ნუ მოურევთ, რომ არ ჩაიშალოს).
  4. ათი წუთის შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააგრძელეთ მისი დაბრაწვა.
  5. ბოლოს ჩააგდეთ კარაქი და ტაფა შეანჯღიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ცხიმი.
  6. როდესაც მზად იქნება, გამორთეთ ცეცხლი. კარტოფილს დააყარეთ ნიორი და მწვანილი, მოურიეთ და დაახლოებით 10 წთ დატოვეთ ტაფაში, რომ კარტოფილს არომატი კარგად გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!