გამოსადეგი რჩევები.
1. ბლინებისა და ოლადებისთვის
წყალი, რომელშიც მაკარონი იხარშებოდა, შეიძლება ხელმეორედ გამოიყენოთ კულინარიაში. რძის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მაკარონის ნახარში. ბლინები და ოლადები სამარხვო და ჰიპოალერგიული გამოვა. მასა კისელს დაემსგავსება, მაგრამ ცომი ფუმფულა, ნაზი და გემრიელი იქნება.
2. სოუსის მოსამზადებლად
იმისათვის, რომ სოუსი ბევრად გემრიელი და წვნიანი გამოვიდეს, შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე კოვზი მაკარონის თბილი ნახარში.
იხილეთ: 6 სოუსი, რომელიც ნებისმიერ კერძს გააგემრიელებს
3. პარკოსნების დასალბობად
თუ ბარდას, ლობიოს ან სხვა პარკოსანს პასტის ნახარშში დაალბობთ, ბევრად მალე მოიხარშება.
4. ორთქლზე მომზადებისას
კერძი უფრო არომატული გამოვა, თუ ბოსტნეულის ორთქლზე მომზადებისას წყლის ნაცვლად პასტის ნახარშს გამოიყენებთ.
5. წვნიანის მოსამზადებლად
პასტის ნახარში უფრო სქელია, რადგან სახამებელს შეიცავს. ამიტომ, წვნიანის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ პასტის ნახარში წყლის ნაცვლად. იგი კერძს უფრო კარგ კონსისტენციას შესძენს.
ჟურნალი „გემრიელია“