ბლინის ტორტი ხაჭოს კრემით - Marao

ბლინის ტორტი ხაჭოს კრემით

2020-01-14 11:19:36+04:00

ეს ტორტი აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ც.
  • ხორბლის ფქვილი 1,5 ჭ.
  • სოდა 1/3 ჩ/კ.
  • მარილი 1/3 ჩ/კ.
  • შაქარი 7 ს/კ.
  • მზესუმზირის ზეთი 1,5 ს/კ.
  • რძე 2 ჭ.
  • წყალი 0,5 ჭ.
  • ხაჭო 0,5 გ.
  • ვანილის შაქარი 10 გ.
  • ჟელატინი 10 გ.
  • კივი 1 ც.
  • ფორთოხალი 1 ც.

მომზადება:

  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ სოდა, მარილი და 3 ს/კ. შაქარი. აურიეთ.
  2. დაუმატეთ მცენარეული ცხიმი.
  3. ნელ-ნელა ჩაასხით ათქვეფილი კვერცხები და 1 ჭ რძე.
  4. აურიეთ. ჩაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. ცომი მზადაა.
  5. გამოაცხვეთ ბლინები (ძალიან თხელი არა).
  6. რძე ჩაასხით ჭურჭელში, დაუმატეთ ჟელატინი და ვანილის შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე. დადგით გასაცივებლად.
  7. ხაჭოს შეურიეთ 4 ს/კ შაქარი. დაასხით რძე და კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
  8. ბლინებს წაუსვით ხაჭოს მასა და ზემოდან დაადეთ მეორე ბლინი. გაიმეორეთ ასე, სანამ ბლინის ტორტს არ მიიღებთ.
  9. ყველა მხრიდან წაუსვით ხაჭოს მასა და შედეთ მაცივარში 2 სთ. დაჭერით ნაჭრებად და მორთეთ კივის ან ფორთოხლის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: sovkusom.ru