შოკმანჟე სამეფო რომ გამოგივიდეთ (საუკეთესო რეცეპტი)

შოკმანჟე სამეფო რომ გამოგივიდეთ (საუკეთესო რეცეპტი)
რეცეპტი გათვლილია რვა საშუალო ზომის ჭიქაზე. მზადდება მარტივად და სწრაფად. მომზადებიდან ნახევარ საათში შეგიძლიათ მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 6 ცალი
  • შავი შოკოლადის ფილა 2 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • კარაქი 180 გრ
  • ვანილი

მომზადების წესი:

გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან. ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი (80 გრ) და ამოიყვანეთ ბეზე. გულები ცალკე ათქვიფეთ, დარჩენილ შაქართან ერთად. ჯამში გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ვანილი და ათქვიფეთ. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში და შედგით საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93