კუბური სოუსი-მარინადი "მოჰო" ქათმის უბრალო ნაჭერს საოცარ გემოს შემატებს.
წარმოიდგინეთ: ციტრუსი, პიკანტური ნიორი, სურნელოვანი ქინძი... ეს სოუსი კუბის სავიზიტო ბარათი გახდა.
ინგრედიენტები:
- ნიორი 8 ც.
- ფორთოხალი 1 ც.
- ლაიმი 1 ც.
- შავი პილპილი (დაფქული)1 ჩ/კ.
- ხახვი 1 ც.
- მზესუმზირის ზეთი 60 მლ
- მარილი 1,5 ჩ/კ.
- ორეგანო 2 ჩ/კ.
- ქინძი 15 გ
მომზადების წესი:
- ხახვი დაკეპეთ ძალიან წვრილად. ნიორი გახეხეთ სახეხზე ან დაჭყლიტეთ.
- ციტრუსი გარეცხეთ, მოაცილეთ ცედრა. რბილობიდან გამოწურეთ წვენი. დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და დანარჩენი ინგრედიენტები, ზეთის გარდა.
- ზეთი ჩაასხით პატარა ჯამში და გააცხელეთ (არ ადუღოთ). მარინადიც ცალკე ჯამში გადაასხით, დაახურეთ თავსახური და 10 წთ გააჩერეთ. შემდეგ გამოიყენეთ ხორცის დასამარინადებლად.