ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ზღვის პროდუქტები, თევზი, თხილი, მწვანილი, თხილი კვერცხი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მეშვეობითაც უგემრიელესი ფენოვანი სალათის გაკეთებას შეძლებთ.
გარდა იმისა, რომ ამ არომატულ სალათს უცხო, მდიდრული გემო აქვს, ის მაგიდის ლამაზად გაფორმებაშიც საკუთარ წვლილს შეიტანს და სტუმართა ყურადღების მიქცევას ზღაპრული „იერით“ შეძლებს. მომზადების მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების ფენებს შორის მოთავსებაში და თქვენს ფანტაზიაშია. მნიშვნელოვანია ფერებისა და გემოს სწორი კომბინაცია. სალათა უნდა მოამზადოთ გამჭვირვალე მინის ჯამში, რათა ყველა ფენა კარგად გამოჩნდეს.
როგორ შევურიოთ ინგრედიენტები?
ფენოვანი სალათების რეცეპტები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად - სალათი ცოცხალი ინგრედიენტებით, მოხარშული და შერეული. მნიშვნელოვანია, ინგრედიეტები ისეთი კომბინაციით ავიღოთ, რომ მათი გემო ერთმანეთთს უხდებოდეს და კარგად შეერიოს. ამისთვის კი უმჯობესი იქნება, თუ მომზადებიდან მალევე არ მიიტანთ მაგიდასთან და რამდენიმე საათის განმავლობაში გრილ ადგილზე მოათავსებთ.
ცოცხალი პროდუქტებით მომზადებული „ფენოვანი“ სალათა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი თხლად დაჭრილი სოკო
- 260 გრამი ახალი თხილი, დაჭრილი
- 4 ძირი სალათის ფურცლები
- ბარდა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 2 კარგად მოხარშული კვერცხი
- 2 ს/კ არაჟანი
- მაიონეზი
- პარმაზანის ყველი ( ან ნებისმიერი)
- ფორთოხალი
- ლიმონი
- პილპილი, მარილი
- ოხრახუში
მომზადების წესი :
ინგრედიენტები თასში მოათავსეთ შემდეგი თანმიმდევრობით - სალათის ფურცლები, სოკო, ბარდა ხახვი, კვერცხი, შემდეგ მოასხით მაიონეზის არაჟნის, ლიმონის წვენისა და მდოგვის ნარევი. მოაყარეთ თავზე პომიდორი და ყველი. ფენებს შორის ცოტ-ცოტა შავი პილპილი და მარილი მოაბნიეთ.
რეცეპტი #2
<div></div>
ინგრედიენტები:
- სალათის ფურცლები
- პომიდორი
- სტაფილო
- ბარდა,
- კვერცხი
- მოხარშული ლორი
- ½ ჭიქა მაიონეზი, არაჟანი,მდოგვი
მომზადების წესიინგრედიენტები დაჭერით კვადრატებად და მოათავსეთ ის ჯამში იმ თანმიმდევრობით, როგორც ჩამოწერილია და თავზე მოასხით მაიონეზის, არაჟნისა და მდოგვის ნაზავი.
რეცეპტი #3
<div></div>
- მოხარშული ლობიო
- მოხარშული სიმინდი
- მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი
- სალათის ფურცლები
- ხახვი
- სტაფილო
- ყველი
- მაიონეზი
- არაჟანი
ჯამში ინგრედიენტები მოათავსეთ იმ თანმიმდევრობით , როგორც ჩამოთვლილია . თავზე მოასხით არაჟანი და მაიონეზი იმ რაოდენობით, რომ ქვემოთა ფენებსაც შეეხოს. არ დაგავიწყდეთ პილპილისა და მარილის დამატება.
წყარო: deavita.net