წარმოიდგინე, ზიხარ პარიზის სასტუმროს აივანზე, გაჰყურებ ეიფელის კოშკს, მიირთმევ გემრიელ ყავას და კრემიან ფუნთუშას.

სწორედ ასეთი ასოციაცია გაგიჩნდება, თუ ფრანგული რეცეპტით მომზადებულ ფუნთუშას გაუსინჯავ გემოს.
ინგრედიენტები ცომისთვის:
  - ფქვილი 400 გ
- მარილი 1/3 ჩ.კ
- საფუარი 5 გ
- შაქარი 100 გ
- რძის ფხვნილი 15 გ
- ლიმონის ცედრა 1 ჩ/კ
- კვერცხი 1 ც
- წყალი 200 მლ
- ნაღების კარაქი 50 გ
ცომის მომზადება:
  -  შეურიე  რძე, ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი. 
- ათქვიფე კვერცხი, ცოტა წყალი დაასხი და გააკეთე ცომი. ნელ-ნელა დაუმატე ცედრა და ნაღების კარაქი. 
- ცომი დადგი 2 სთ. 

ინგრედიენტები კრემისთვის:
  - რძე 400 გ
- სიმინდის სახამებელი 2 ც/კ
- ცილა 2 ც
- ლიმონი 0,5
- შაქარი 100 გ
- ვანილი გემოვნებით
- ნაღების კარაქი 50 გ
- ნუში
- ლიმონის წვენი

 მომზადება:
  - შეურიე  სახამებელი რძეს და ნელ ცეცხლზე ხარშე. არ დაგავიწყდეს დაუმატო ორი კვერცხის გულის, შაქრის, ვანილისა და ლიმონის ცედრის ნარევი. 
- როდესაც კრემი გაცივდება, დაუმატე ნაღების კარაქი და ნუში, ლიმონის წვენთან ერთად.
- დაყავი ცომი 10 ნაწილად, გააბრტყელე სათითაოდ, ჩადე კრემი და აკურატულად გადმოაფარე ზემოდან ცომი. 
- ცომი დაჭერი გრძელ ზოლებად და შეახვიე ფუნთუშა. 
- დადე ფუნთუშები საცხობ სინზე და გააჩერე 30 წთ. შემდეგ შედე ღუმელში და აცხვე 180 გრადუსზე, დაახლოებით 15 წთ. 


გემრიელად მიირთვით!