კულინარია

რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

რატომ უნდა მივაყოლოთ ყველანაირ ყავას წყალი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ნებისმიერ ნორმალურ ყავახანაში ფინჯან არომატულ ყავასთან ერთად აუცილებლად მოგართმევენ ერთ ჭიქა გრილ წყალს. ამ უძველეს ტრადიციას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: ისეთ სასმელს, როგორიც ყავაა, მართლა უმჯობესია მივაყოლოთ წყალი და არა მხოლოდ გემოს უკეთ გახსნის მიზნით.
ყავის შემცველი სასმელების უამრავი ნაირსახეობა არსებობს:
კაპუჩინო, ლატე, ესპრესო და ა.შ. თუმცა ნერვულ სისტემაზე მოქმედების თვალსაზრისით, პრინციპული განსხვავება არის მხოლოდ მარცვლოვან და სუბლიმირებულ, ანუ ხსნად ყავას შორის.

საქმე ის არის, რომ ყავის მარცვლის სტრუქტურა არაერთგვაროვანია. მისი გარე ნაწილი - გარსი შეიცავს
ყველასათვის კარგად ნაცნობ ალკალოიდს - კოფეინს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მატონიზირებელი მოქმედება ახასიათებს. მარცვლის შიდა ნაწილში კი შედის კიდევ ერთი ალკალოიდი - თეობრომინი.

Image result for coffee and water gif

ხსნადი ყავის წარმოებისას გამოიყენება მარცვლის მხოლოდ შიდა ნაწილი; გარსი კი ეცლება და გამოიყენება სამედიცინო პრეპარატებისა და ენერგეტიკული პროდუქტების საწარმოებლად. ხოლო თუ საქმე გვაქვს მარცვლოვან ყავასთან, ესე იგი, მასში ერთდროულად ორი სახის ალკალოიდი შედის.

როცა მარცვლოვან ყავას (მოსახარშ, ე.წ. თურქულს ან ესპრესოს) მივირთმევთ, ეს ორი ალკალოიდი ჩვენს ორგანიზმში ერთდროულად ხვდება, ხოლო მოქმედებას თანმიმდევრობით იწყებენ. ჯერ მუშაობას იწყებს კოფეინი - სწორედ მას უკავშირდება გამოსაფხიზლებელი ეფექტი. მაგრამ დაახლოებით 25 წუთის შემდეგ მოქმედებას იწყებს თეობრომინი. კოფეინი ავიწროებს სისხლძარღვებს მთელ ორგანიზმში, გარდა თირკმელებისა; ამ უკანასკნელებში რამდენიმე ყლუპი ესპრესოს მიღების შემდეგ სისხლძარღვები, პირიქით, ფართოვდება. შედეგად ვიღებთ წნევის მატებას და შარდის გამოყოფის მოთხოვნილებას; ეს უკანასკნელი დაკავშირებულია თირკმელებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესებასთან. განაგრძეთ კითხვა
ბეჭდვა