ყვავილოვანი კომბოსტო სანელებლებით - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!

ყვავილოვანი კომბოსტო სანელებლებით - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!
გიზიარებთ ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც ამ სასარგებლო ბოსტნეულის არომატს ახლებურად წარმოაჩენს. ნაზი, მსუბუქი და ტკბილი ყვავილოვანი კომბოსტო ამ რეცეპტით გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები:


  • ყვავილოვანი კომბოსტო 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • დაფხვნილი პური 150 გ
  • საფანელი 35 გ
  • ფქვილი 3 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
  • მწვანე ხახვი 2 პატარა კონა
  • თაფლი 4 ს/კ
  • ნივრის სოუსი 1 ს/კ
  • ყავისფერი შაქარი 2 ს/კ
  • სოიოს სოუსი 1 ს/კ
  • გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ/კ
  • ნიორი ¼ ჩ/კ
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
ყვავილოვანი კომბოსტო

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ ლანგარზე დადეთ რკინის ბადე და წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი.
  2. გარეცხეთ
    ყვავილოვანი კომბოსტო, დაანაწევრეთ.
  3. ჯამში შეურიეთ კვერცხები და დაფხვნილი პურის მარცვლები. დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
  4. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი პილპილი და მარილი. მასაში ამოავლეთ ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგ ჩააწეთ ის საფანელში.
  5. ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ რკინის ბადეზე, მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 30 წთ.
  6. სანამ ყვავილოვანი კომბოსტო შეიწვება, მოამზადეთ სოუსი.
  7. თაფლი, ნივრის და სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, დაფქული ჯანჯაფილი და ნიორი შეურიეთ. დადგით ქვაბით ცეცხლზე და გააცხელეთ. ბუშტები უნდა გაუჩნდეს. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. ყვავილოვანი კომბოსტო
  8. გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ ლამაზ თეფშზე, მოასხით ზემოდან სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ყვავილოვანი კომბოსტო

გემრიელად მიირთვით!

წყარო: kitchenmag
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
*
მოაწუწე რა ქართულია! თან კერძის მომზადებას წერთ! ჭამას შეაძულებთ ადამიანს! მაგ სიტყვის ნაცვლად დაწერეთ ხოლმე "მოასხით" !
12:40 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30