გიზიარებთ ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც ამ სასარგებლო ბოსტნეულის არომატს ახლებურად წარმოაჩენს.
ნაზი, მსუბუქი და ტკბილი ყვავილოვანი კომბოსტო ამ რეცეპტით გულგრილს არავის დატოვებს.
ინგრედიენტები:
- ყვავილოვანი კომბოსტო 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- დაფხვნილი პური 150 გ
- საფანელი 35 გ
- ფქვილი 3 ს/კ
- ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
- მწვანე ხახვი 2 პატარა კონა
- თაფლი 4 ს/კ
- ნივრის სოუსი 1 ს/კ
- ყავისფერი შაქარი 2 ს/კ
- სოიოს სოუსი 1 ს/კ
- გახეხილი ჯანჯაფილი 1 ჩ/კ
- ნიორი ¼ ჩ/კ
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. საცხობ ლანგარზე დადეთ რკინის ბადე და წაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი.
- გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო, დაანაწევრეთ.
- ჯამში შეურიეთ კვერცხები და დაფხვნილი პურის მარცვლები. დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ.
- შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი პილპილი და მარილი. მასაში ამოავლეთ ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგ ჩააწეთ ის საფანელში.
- ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ რკინის ბადეზე, მოაწუწეთ ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 30 წთ.
- სანამ ყვავილოვანი კომბოსტო შეიწვება, მოამზადეთ სოუსი.
- თაფლი, ნივრის და სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, დაფქული ჯანჯაფილი და ნიორი შეურიეთ. დადგით ქვაბით ცეცხლზე და გააცხელეთ. ბუშტები უნდა გაუჩნდეს. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
- გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ ლამაზ თეფშზე, მოასხით ზემოდან სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: kitchenmag