Marao.ge-ს მკითხველი თამუნა გოგეშვილს კარგად იცნობს.
ამჯერად ის იმ 3 უგემრიელესი კერძის მომზადების წესებს გვიზიარებს, რომელბიც არ ასუქებს და მათი მირთმევა 6 საათის შემდეგაც თამამად შეგიძლიათ:
ქათმის ლაბა.
დაგჭირდებათ :
- 2 ქათმის ბრაკალი და ერთი მკერდი.
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 1 დაფნის ფოთოლი
- 3 კბილი ნიორი
- შავი პილპილი
- ჟელატინი 20 გ.
მომზადების წესიჟელატინს დაასხით 200 გრამი წყალი და გააჩერეთ გასაფუებლად.
პარალელურად მოხარშავთ ქათმის ბარკალსა და მკერდს. ბულიონში დამატეთ დაფნის ფოთოლი, სტაფილო, პილპილი და მარილი. ქათამი რომ მოიხარშება, ცალკე ჯამში ხელით უნდა დაანაწევროთ. ადუღებულ ბულიონში დაამატებთ გაფუებულ ჟელატინს და ქურიდან მხოლოდ ადუღების შემდეგ გადმოდგამთ. ამ მასას ასხამთ ქათამს. აგრილებთ და დებთ მაცივარში. რამდენიმე საათში იქნება მზად.
ცოცხალი პომიდორი თინუსის სატენით
დაგჭირდებათ :
- 8 საშუალო ზომის პომიდორი
- 400 გრ თინუსი
- 4 კვერცხი
- 2 კოვზი კრემხაჭო 0%
- კამა და ოხრახუში
მომზადების წესი:
პო
მიდორს ამოაცალეთ გული და გადადეთ ცალკე თასში.
დანარჩენი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ამ მასით ამოავსეთ ცოცხალი პომიდორი.
ქათმის სალათა სოკოთი
დაგჭირდებათ:
- ქათმის ფილე 250 გრ.
- ქამა სოკო 180 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ხახვი 15 გრ
- კრემხაჭო.
მომზადების წესი:მოამზადეთ დიეტური ‘’მაიონეზი’’. კრემხაჭოს დაუმატეთ 2 მოხარშული კვერცხის გული,ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ ქილის სოკო და დაახეხეთ კვერცხის ცილა.
შემდეგ დაუმატეთ ‘’ მაიონეზი’’, პილპილი, მარილი.
გემრიელად მიირთვით!