ტორტის ბისკვიტის სახლში გამოცხობა საკმაოდ სარისკოა, რადგან ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ცომი "ჩავარდეს".
გთავაზობთ შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც ძალიან არომატული გამოდის.
ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- ფქვილი 100 გ
- კაკაოს ფხვნილი 50 გ
- შაქარი 200 გ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ.კ.
- ნაღების კარაქი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გააცალკევეთ კვერცხის ცილები და გული. ცილები გააცივეთ მაცივარში, გულები კი ათქვიფეთ მიქსერით 100 გ შაქართან ერთად.
- ცილების ათქვეფა დაიწყეთ დაბალი სიჩქარით, შემდეგ თანდათან გაზარდეთ მიქსერის სიჩქარე მაქსიმალურამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. თქვიფეთ იქამდე, სანამ მყარ მასას არ მიიღებთ.
- ათქვეფილი გულები ნელა ჩაასხით ცილიან მასაში და კოვზით აკურატულად ურიეთ ზემოდან ქვემოთ.
- პატარ-პატარა პორციებად ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, კაკაოთი და გამაფხვიერებლით.
- ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წასმული ექნება ნაღების კარაქი.
- ღუმელი გაახურეთ 170 გრადუსზე და აცხვეთ ბისკვიტი 30-40 წთ.
- ცხობის პროცესში არ გამოაღოთ ღუმლის კარი. ცხელი ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში, სანამ არ გაცივდება. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ფიცარზე. გაცივებული შეგიძლიათ გაჭრათ შუაზე.
გემრიელად მიირთვით!