გთავაზობთ მსუბუქი და ძალიან გემრიელი ხილის ტორტის რეცეპტს, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა.
ინგრედიენტები:
- არაჟანი 500 გ
- რძე 1 ჭ
- შაქარი 0,5 ჭ
- შაქრის პუდრა 0,5 ჭ
- ჟელატინი 20 გ
- ფორთოხალი (შეგიძლიათ შეურიოთ კივი, მანდარინი) 2-3 ც
- შავი შოკოლადი 40 გ
მომზადება:
- დაალბეთ ჟელატინი თბილ რძეში და გააჩერეთ ნახევარი სთ.
- დაუმატეთ შაქარი. როდესაც გაფუვდება, შეაცხელეთ მასა ნელ ცეცხლზე.
- შაქარი და ჟელატინი ბოლომდე უნდა გადნეს. არ აადუღოთ!
- ათქვიფეთ არაჟანი შაქრის პუდრასთან ერთად. ჩაასხით შეგრილებულ ჟელატინიან მასაში და კარგად აურიეთ.
- ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასა. შედგით მაცივარში, სანამ კარგად არ გამყარდება.
- გაფცქვენით ხილი. დაჭერით და დაადეთ ნამცხვარს ზემოდან. ზემოდან გადაასხით დარჩენილი რძიანი მასა და კვლავ მაცივარში შეაბრუნეთ.
- მორთეთ გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!