"მანანის" ტორტი ხილით, გამოცხობის გარეშე (+ ფოტოინსტრუქცია) - Marao

"მანანის" ტორტი ხილით, გამოცხობის გარეშე (+ ფოტოინსტრუქცია)

2020-09-05 09:16:54+04:00

მანანის ბურღულით მხოლოდ ფაფა არ კეთდება, მას დესერტებშიც იყენებენ. ორცხობილა, რომელსაც ტორტისთვის გამოიყენებთ, უმჯობესია, შინ მომზადებული იყოს, ზედმეტი ცხიმისა და კონსერვანტების გარეშე.

დაგჭირდებათ:

  • 200 გრამი მანანის ბურღული
  • 1 ლიტრი რძე
  • 200 გრამი კარაქი
  • 200 გრამი შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 100-150 გრამი ორცხობილა (მრგვალი)
  • 1 სადილის კოვზი კაკაო
  • 2 ს/კ ჟელატინი ან 20 გრამი
  • 900-გრამიანი ქილით დაკონსერვებული გარგარი
  • ხილი, მურაბა ან კივი ტორტის მოსართავად.

ტორტის მოსამზადებლად 1 საათი დაგჭირდებათ. 12 ნაჭრად შეგიძლიათ დაჭრათ.

მომზადება:

  1. რძისა და მანანის ბურღულისგან სქელი ფაფა მოხარშეთ. გააცივეთ. კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხის გულები თითო-თითოდ.
  2. მასას დაუმატეთ გაცივებული ფაფა თითო კოვზით და კარგად ურიეთ. მასის ერთ ნახევარს გადაურიეთ კაკაო.
  3. 23 სმ დიამეტრის ფორმაში, ძირზე დაალაგეთ ორცხობილა, - ჯერ კაკაოიანი მასა, შემდეგ თეთრი. ფორმა სიცივეში დადგით.
  4. დაკონსერვებული გარგრის წვენი ცალკე ჩაასხით, დაუმატეთ ჟელატინი, 5 წუთი გააჩერეთ და შეაცხელეთ, რომ ჟელატინი დადნეს.
  5. თავად გარგარი დააბლენდერეთ, გააკეთეთ ფაფა და ფრთხილად შეურიეთ ისინი ერთმანეთს. 
  6. გაცივებულ ტორტზე ზემოდან გარგრისჟელეიანი მასა მოათავსეთ. როცა მასა გამკვრივდება, ტორტს ფორმა მოხსენით და თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან მორთეთ კივით, ხილით, მურაბით ან სხვადასხვა ფერის საკონდიტრო კონფიტიურით.