მანანის ბურღულით მხოლოდ ფაფა არ კეთდება, მას დესერტებშიც იყენებენ. ორცხობილა, რომელსაც ტორტისთვის გამოიყენებთ, უმჯობესია, შინ მომზადებული იყოს, ზედმეტი ცხიმისა და კონსერვანტების გარეშე.
დაგჭირდებათ:
- 200 გრამი მანანის ბურღული
- 1 ლიტრი რძე
- 200 გრამი კარაქი
- 200 გრამი შაქარი
- 3 კვერცხის გული
- 100-150 გრამი ორცხობილა (მრგვალი)
- 1 სადილის კოვზი კაკაო
- 2 ს/კ ჟელატინი ან 20 გრამი
- 900-გრამიანი ქილით დაკონსერვებული გარგარი
- ხილი, მურაბა ან კივი ტორტის მოსართავად.
ტორტის მოსამზადებლად 1 საათი დაგჭირდებათ. 12 ნაჭრად შეგიძლიათ დაჭრათ.
მომზადება:
- რძისა და მანანის ბურღულისგან სქელი ფაფა მოხარშეთ. გააცივეთ. კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხის გულები თითო-თითოდ.
- მასას დაუმატეთ გაცივებული ფაფა თითო კოვზით და კარგად ურიეთ. მასის ერთ ნახევარს გადაურიეთ კაკაო.
- 23 სმ დიამეტრის ფორმაში, ძირზე დაალაგეთ ორცხობილა, - ჯერ კაკაოიანი მასა, შემდეგ თეთრი. ფორმა სიცივეში დადგით.
- დაკონსერვებული გარგრის წვენი ცალკე ჩაასხით, დაუმატეთ ჟელატინი, 5 წუთი გააჩერეთ და შეაცხელეთ, რომ ჟელატინი დადნეს.
- თავად გარგარი დააბლენდერეთ, გააკეთეთ ფაფა და ფრთხილად შეურიეთ ისინი ერთმანეთს.
- გაცივებულ ტორტზე ზემოდან გარგრისჟელეიანი მასა მოათავსეთ. როცა მასა გამკვრივდება, ტორტს ფორმა მოხსენით და თეფშზე გადაიტანეთ. ზემოდან მორთეთ კივით, ხილით, მურაბით ან სხვადასხვა ფერის საკონდიტრო კონფიტიურით.