მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში მზა ზეფირების დიდი არჩევანია, გეცოდინებათ, რომ სახლის პირობებში, საკუთარი ხელით მომზადებულ დესერტში ყველაფერი ნატურალური იქნება და გაცილებით ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ.
თქვენ მიერ მომზადებულ მარშმელოუს ზეფირს ტაფაზეც შეწვავთ და ყავასა და კაკაოშიც დაამატებთ.
ინგრედიენტები:
- რძიანი შოკოლადი 100 გ
- წყალი 160 მლ
- თაფლი 5 ს/კ
- ჟელატინი 10 გ
- შაქარი 150 გ
- კაკაოს ფხვნილი 3 ს/კ
მომზადების წესი:
- დაალბეთ ჟელატინი წყალში.
- ფხვნილს დაასხით თბილი, გადადუღებული წყალი და აურიეთ. ქვაბი შემოდგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ შაქარი და გააცხელეთ, რომ მასა კარგად გაიხსნას. გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
- გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. დაუმატეთ თაფლი და ჟელატინის სიროფი. ათქვიფეთ მიქსერით მაქსიმალურ სიჩქარეზე 5-10 წთ.
- ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით მცენარეული ზეთი, რომ არ მიიკრას სუფლე.
- ჩაასხით ჟელატინის მასა ფორმაში და შედეთ მაცივარში 1 სთ.
- დანას წაუსვით ზეთი და დაჭერით დესერტი კუბებად.
- ყოველი კუბი ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.
გემრიელად მიირთვით!