შემწვარი კარტოფილის მოყვარულებმა ეს რეცეპტი აუცილებლად დააგემოვნეთ.
ინგრედიენტები:
 - კარტოფილი 700 გ
- ნაღების კარაქი 30 გ
- მზესუმზირის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
  - გათალეთ მომცრო ზომის კარტოფილები, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, 0,5 ჩ/კ მარილი  და  მოხარშეთ.  
- მოხარშული კარტოფილი გადაიტანეთ საწურზე და გააცივეთ. 
- ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი, დადეთ კარტოფილები და შებრაწეთ ორი მხრიდან. 
- ბოლოსკენ, ჩააგდეთ კარაქი და ტაფა გაამოძრავეთ, რომ კარაქი თანაბრად გადანაწილდეს.  
- შემწვარ კარტოფილს შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ დაჭრილი კამა (გემოვნებით) და პილპილი. 
გემრიელად მიირთვით!