ქათმის ხორცის დამარინადების 3 ვარიანტი, რომლებიც სრულად ახალ გემოს აღმოგაჩენინებთ

ქათმის ხორცის დამარინადების 3 ვარიანტი, რომლებიც სრულად ახალ გემოს აღმოგაჩენინებთ
გსმენიათ, რომ ქათმის ხორცი სტრესისგან ათავისუფლებს? იგი შეიცავს ტრაფტოფანს და ვიტამინ B5-ს, რომლებსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და შესაბამისად, ქათმით მომზადებული სადილი შეუდარებელია სტრესული სამუშაო დღის შემდეგ.


ქათმის ხორცის არჩევისას კი მნიშვნელოვანია, რომ ნედლი ხორცი იყიდოთ. ამ შემთხვევაში პროდუქტს გემოვნური და სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული.

სასურველია, თუ ქათმის ხორცს კვირაში რამდენჯერმე მიირთმევთ. თან ქათმის ხორცით იმდენად მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეგიძლიათ, რომ ის არასდროს მოგბეზრდებათ. ახლა შემოგთავაზებთ ქათმის სხვადასხვა ნაწილის დამარინადებას, ყოველდღიური მენიუს გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებათ.


ქათმის
ბარკლების მარინადი ლუდით




(მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე)


ინგრედიენტები:

  • „ბიუ-ბიუს“ ბარკლები 1 კგ
  • სოიოს სოუსი – 200 მლ
  • თაფლი – 150 გ
  • ლუდი – 200 მლ
  • ნიორი 2 კბილი
  • მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა
  • ერთი ღერი როზმარინი ან რეჰანი

მომზადების წესი:

ნიორი გაატარეთ და შეურიეთ სოუსისთვის განკუთვნილ სხვა ინგრედიენტებს. მიღებული მასა მოასხით ქათმის ბარკლებს და მაცივარში გააჩერეთ მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. შემდეგ კი გრილში, ღუმელში ან ტაფაზე შეწვით.


ქათმის ფრთების ცხარე მარინადი ლიმონით





(მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე)

  • „ბიუ-ბიუს“ ფრთები - 1 კგ
  • ხახვი – 1 ცალი
  • ნიორი – 3 კბილი
  • ლიმონის წვენი – 30 მლ
  • წიწაკა ჩილი ან წითელი დაფქული წიწაკა – გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი – 2 ცალი
  • საფანელი

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი და ნიორი წმინდად, დაასხით ლიმონის წვენი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და წიწაკა. ჩადეთ მიღებულ მარინადში ფრთები, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ 4-6 საათი. ფრთები ამოავლეთ საფანელში და გრილში, ღუმელში ან ტაფაზე შეწვით.

ქათმის ფილეს მარინადი ღვინით




(მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე)


ინგრედიენტები:

  • „ბიუ-ბიუს“ ფილე - 1 კგ
  • მშრალი წითელი ღვინო – 8 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – 8 სუფრის კოვზი
  • როზმარინი ან რეჰანი – 1 ღერი
  • ხმელი ქონდარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ ზეთი და ღვინო, ჩაყარეთ დაჭრილი რეჰანი და სანელებლები, მოასხით მიღებული მარინადი ფილეს და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი და გრილში, ღუმელში ან ტაფაზე შეწვით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93