ხახვის ნაფცქვენების გამოყენების ხერხები - კულინარიაში და წონაში დასაკლებად

ხახვის ნაფცქვენების გამოყენების ხერხები - კულინარიაში და წონაში დასაკლებად
ხახვის ნაფცქვენების გამოყენება, ალბათ, ყველასთვის სააღდგომოდ კვერცხების შეღებვის პროცესთან ასოცირდება, მაგრამ მისი გამოყენება კულინარიაში კიდევ ბევრნაირად შეგიძლიათ.
ხახვის ნაფცქვენების სარგებლობა კვერცეტინშია, ძალიან იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებაში, რომელიც ხელს უშლის თრომბისა და ინფარქტის წარმოქმნას. ასევე, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც.

ხახვის ნაფცქვენები წონის დასაკლებად


ეს პროდუქტი იმაზე უკეთ მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, ვიდრე დიეტა.

  1. წითელი ხახვის ნაფცქვენებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი;
  2. ადუღეთ რამდენიმე წუთი;
  3. ნახარში მიიღეთ დღეში სამჯერ - 2 ს/კ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ეფექტის გასაუმჯობესებლად, საჭმელს
დაუმატეთ ხახვის ნაფცქვენის ფხვნილი, სანელებლის მსგავსად.

ხახვის ნაფცქვენების სანელებელი

გამოიყენეთ მხოლოდ ახალი ხახვის ნაფცქვენი. მშრალი ნაფცქვენები მოათავსეთ ყავის საფქვავში ან ჩოპერში.


დაფქვით, მაგრამ ძალიან წმინდად არა, თუ გსურთ, რომ დაუმატოთ სოკოს, თევზს და ჩაშუშულ ხორცს.


ფხვნილივით დაფქვით, როდესაც სხვა სანელებლებთან ერთად გამოიყენებთ წვნიანებში.


სალა, ხორცი და თეთრი თევზის ფილე ასეთ სანელებელში თუა დამარინადებული, განსაკუთრებულ არომატს და ოქროსფერს იძენს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი